ბათუმში, სადაც 4 წლის ბავშვი მოკლეს, პოლიციამ სანაგვე ყუთიდან დანა და ზეწრები ამოიღო

ბათუმში, იმ საცხოვრებელი სახლის მესაკუთრე, სადაც 4 წლის ბავშვი მოკლეს, აღნიშნული ფაქტის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. როგორც მან განაცხადა, ორ უცხოელ მოქალაქეს ბინა ერთი თვის წინ მიაქირავა. თუმცა ჰყავდათ თუ არა მათ ბავშვი, მისთვის უცნობია.
“1 თვის წინ ჩემთან მოვიდნენ, სახლის დაქირავება უნდოდათ. ბავშვი საერთოდ არ მინახავს. ერთი თვეა, აქ ცხოვრობენ და ბავშვის ხმა არ გამიგია. ჩემთან კონტაქტი არ ჰქონდათ”, – აცხადებს ბინის მესაკუთრე თამარ დიასამიძე.
ადგილობრივების ცნობით კი, სამართალდამცავებმა დანა და ზეწრები სანაგვე ყუთიდან ამოიღეს.
“ორი ქალი იყო, ალბათ იჩხუბეს. პოლიციამ სანაგვე ყუთიდან დანა და ზეწრები ამოიღო”,- განაცხადა ადგილობრივმა მცხოვრებმა.
არსებული ინფორმაციით, ქალმა, რომელიც ბათუმში 4 წლის ბავშვის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი, ცხედარი პოლიციის განყოფილებასთან თავად მიიტანა და სამართალდამცველებს ჩაბარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები