N199 საჯარო სკოლაში, კამპანია „როდესაც სპორტი ცვლის სამყაროს“ ფარგლებში, მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა

თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით, თბილისის ვლადიმერ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199  საჯარო სკოლაში კამპანიის „როდესაც სპორტი ცვლის სამყაროს“ ფარგლებში  მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა.

კამპანიის ფარგლებში, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე, გიორგი ჩაკვეტაძე, საკრებულოს წევრები, ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ბირბიჩაძე და წარმატებული წყალბურთელები გიორგი ხვედელიანი და ირაკლი გოგელია სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ და მათ ჯანსაღი ცხოვრების წესის და სპორტის სხვადასხვა სახეობების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

დეპუტატებმა მოსწავლეებს გააცნეს მუნიციპალიტეტის მიერ დაგეგმილი სპორტული აქტივობები, რომელშიც ჩართვის შესაძლებლობაც მათ თავიანთი ინტერესების შესაბამისად ექნებათ.

„ჩვენ ვაგრძელებთ კამპანიას „როდესაც სპორტი ცვლის სამყაროს“. დღეს ახალგაზრდებს გავაცანით ყველა ის პრიორიტეტი და აქტივობა, რომელიც მუნიციპალიტეტს და საკრებულოს აქვს სპორტის კუთხით. მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებამდე მივიტანოთ ყველა სასიკეთო სიახლე”,- განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

ვაკის მაჟორიტარი დეპუტატის გიორგი ბირბიჩაძის განცხადებით, შეხვედრაზე მოზარდებს გააცნეს სიახლეები, მოისმინეს მათი იდეები და შეთანხმდნენ მჭიდრო თანამშრომლობაზე.

წყალბურთელებმა მოსწავლეებს საკუთარი სპორტული გამოცდილების და წყალბურთის განვითარების კუთხით მიმდინარე სიახლეებზე მიაწოდეს ინფორმაცია.

კამპანიის პირველი ეტაპი 5 ივნისს დაიწყო და  სამი სამაჟორიტარო ოლქის ცენტრალურ სკოლებში ჩატარდა. ხოლო, სექტემბრიდან კამპანია კვლავ გაგრძელდება და მუნიციპალიტეტის ყველა ოლქის ცენტრალურ საჯარო სკოლებს მოიცავს.

კამპანიის მიზანია სხვადასხვა აქტივობების განხორციელების გზით, ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლების, სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის ხელშეწყობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები