შშმ პირთა უფლებათა დაცვის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, რიმა ბერაძე ჩუღურეთში მცხოვრებ ხელოვანს ეწვია

თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, რაიონში მცხოვრებ შშმ პირს ესტუმრა და მათ უფლებების დაცვის ეროვნული დღე მიულოცა. მაკა თოქმაჯიშვილი ახალგაზრდა, თვითნასწავლი ხელოვანია, რომელიც სხვადასხვა მასალისგან ხელნაკეთ ნივთებს ამზადებს.

მაკა თოქმაჯიშვილმა მაჟორიტარს შშმ პირთა პრობლემებზე ესაუბრა და შესაძლებლობების მეტად რეალიზებაში ხელშეწყობა სთხოვა.

მაჟორიტარმა დეპუტატმა შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე გააკეთა აქცენტი და იმედი გამოთქვა, რომ ამ მხრივ მდგომარეობა ქვეყანაში აუცილებლად გაუმჯობესდება.

„შშმ პირები ჩვენი საზოგადოების განუყოფელი და სრულუფლებიანი ნაწილი არიან. ამ ადამიანებს თანაბარი შესაძლებლობები და თანაბარი უფლებები ესაჭიროებათ. ამ საკითხში კი, ჩვენი თანადგომა და დახმარება აუციელებელია“, – განაცხადა რიმა ბერაძემ.

საქართველოში შშმ პირთა უფლებების დაცვის ეროვნულ დღედ 14 ივნისი 2000 წელს გამოცხადდა. 2014 წელს ჩვენმა ქვეყანამ გაეროს მიერ მიღებული შშმ პირთა უფლებების დაცვის კონვენციის რატიფიცირება მოახდინა და, მას შემდეგ, ეს დღე ჩვენს ქვეყანაში მუდამ აღინიშნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები