ბათუმში ოჯახის ახლობელმა ბავშვი მოკლა – მკვლელი დაკავებულია

ბათუმში, განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, მცირეწლოვანი ბავშვი ოჯახის ახლობელმა მოკლა.
მათივე ცნობით, გარდაცვლილის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროში მკვლელობის ფაქტს ადასტურებენ.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით (109-ე) დაკავებულია ერთი მოქალაქე, რომელსაც 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
„კვირას“ ინფორმაციით, დაკავებული საქართველოს მოქალაქე არ არის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები