ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, ავარია მოხდა (ფოტოკოლაჟი)

თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, ავარია მოხდა. “მერსედესის” მარკის ავტომობილი “ტოიოტას” მარკის ავტომობილს დაეჯახა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები