თბილისში, 13 ივნისის სიმბოლოდ ქცეულ ბეჰემოტ “ბეგის” ძეგლი დაიდგმება

დედაქალაქის მერის მოადგილის, სოფიო ხუნწარიას ინფორმაციით, თბილისში, 13 ივნისის სიმბოლოდ ქცეული ბეჰემოტის ძეგლი დაიდგმება და მოხალისეების სახელობის ჯილდოც დაწესდება. ამის შესახებ მან, „მზიურის პარკში“ 13 ივნისის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა. ​ ბეჰემოტის ძეგლის ავტორი ნიკუშა შენგელაია, ხოლო შემსრულებელი ლევან ვარდოსანიძე იქნება.
„13 ივნისის ტრაგედიის მეორე დღეს, მთელი მსოფლიო საუბრობდა ქუჩაში მოსეირნე ბეჰემოტზე, რომელიც სტიქიას გადაურჩა. შემდეგ „ბეგი“ ერთგვარ სიმბოლოდ იქცა ხელოვანების, მოხალისეების და ამიტომ, დედაქალაქის მერიამ გადაწყვიტა, რომ თბილისში დაიდგას ბეჰემოტ „ბეგის“ ძეგლი. ასევე, 2019 წლიდან, ყოველ 13 ივნისს, იმ მოხალისეების სახელით, რომლებიც სტიქიას შიშველი ხელებით ებრძოდნენ, სხვა მოხალისეებს, რომლებიც თბილისზე მზრუნველნი იქნებიან, ჯილდო გადაეცეთ“, – აღნიშნა სოფიო ხუნწარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები