თბილისში, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მკვლელობით დასრულდა

თბილისში, ქართველიშვილის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. ორ ახალგაზრდას შორის დაწყებული შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა, რის შემდეგაც, ერთმა მეორეს ბლაგვი საგნით, სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა. როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, პოლიციას სავარაუდო დამნაშავე უკვე იდენტიფიცირებული ყავს, რომელსაც ასევე დაზიანებები აქვს მიყენებული. მამაკაცი, სამართალდამცველების მეთვალყურეობის ქვეშ, საავადმყოფოშია მოთავსებული.
უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. სასჯელი 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები