ირაკლი კობახიძე: აზერ სულეიმანოვს დეპუტატის მანდატი არ შეჩერებია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტის წევრს, აზერ სულეიმანოვს დეპუტატის მანდატი არ შეჩერებია.
„გავრცელდა ინფორმაცია ტელევიზიებით, მედიასაშუალებებით იმის თაობაზე, რომ თითქოს პარლამენტის წევრს, აზერ სულეიმანოვს დეპუტატის მანდატი შეუჩერდა და ეს გავრცელებულია როგორც ჩემი განცხადება, რაც ბუნებრივია არ შეესაბამება სინამდვილეს, ეს მინდა მკაფიოდ განვმარტო. პარლამენტის წევრს, აზერ სულეიმანოვს დეპუტატის მანდატი არ შეჩერებია”,-ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს და ასეთი რამ, არც კი განხილულა საქართველოს პარლამენტში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები