აზერ სულეიმანოვი: მომხდარის შესახებ ინტერნეტიდან შევიტყვე

საქართველოს პროკურატურამ მარნეულში მომხდარი ინციდენტის გამოძიების ფარგლებში, სისხლის სამართლებრივი დევნა პარლამენტის დეპუტატის, ნაციონალური მოძრაობის წევრის, აზერ სულეიმანოვის მიმართაც დაიწყო. როგორც მან ტელეკომპანია “იმედზე” “ქრონიკის” ეთერში სატელეფონი ჩართვისას განაცხადა, აღნიშნული ფაქტის შესახებ, ჩაიხანაში შეიტყო, სადაც დაზარალებული მივიდა და მომხდარის შესახებ მოუყვა მას, თუმცა, მოგვიანებით ეს ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ ამის შესახებ ინტერნეტის მეშვეობით შეიტყო.
“ჩაიხანაში მოვიდა ეს დაზარალებული ბიჭი “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, შემდეგ “ოცნების” დეპუტატიც მოვიდა იქ და როგორ დაიწყო ყველაფერი, არ ვიცი. ახლა დამირეკა ვიღაცამ პროკურატურიდან, დაკითხვაზე მივდივარ.
ჩაიხანაში არა, ამ ინციდენტის შესახებ მე ინტერნეტიდან შევიტყვე”,-განაცხადა აზერ სულეიმანოვმა.
შეგახსენებთ, რომ სტუდია „მონიტორმა“ ვიდეომასალა გამოაქვეყნა, სადაც მამაკაცი, რომელიც პარლამენტთან აქციაზე ბიძინა ივანიშვილს და მარნეულის მერს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი გახდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, მარნეულის მერი თემურ აბაზოვი დააკავეს და პასუხისგებაშია მიცემული სამი პირი, მათ შორის – საკრებულოს წევრები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები