პროკურატურამ აზერ სულეიმანოვთან დაკავშირებით, პარლამენტს მიმართა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კოლეგებს, დეპუტატი აზერ სულეიმანოვის ბრალდების შესახებ, მთავარი პროკურორის მოვალეობის შემსრულებლის მამუკა ვასაძის წერილი გააცნო.
“გარდა ადგილობრივი თანამდებობის პირებისა, სავარაუდოდ, მარნეულის ინციდენტში ასევე გარეული იყო საქართველოს პარლამენტის ერთ-ერთი წევრი. ამასთან დაკავშირებით, შემოსულია მთავარი პროკურორის მოვალეობის შემსრულებლის წერილი: “საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 18-ე მუხლის მეორე ნაწილისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 20-ე მუხლის მესამე პუნქტის საფუძველზე გაცნობებთ, რომ 2018 წლის 13 ივნისს, 11:00 საათზე ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმეზე “პროკურატურის შესახებ“ კანონის მეცხრე მუხლის მესამე ნეწილის “დ“ პუნქტით მთავარი პროკურორისათვის მინიჭებული უფლებამოლების საფუძველზე გამოტანილი იქნა დადგენილება – საქართველოს პარლამენტის წევრის აზერ სულეიმანოვის ბრალდების შესახებ “საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის“ 126-ე მუხლის პირველი პრიმა პუნქტის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. აუცილებლია ამ ძალიან მძიმე ინციდენტის გამოძიება მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა, მიუხედავად თანამდებობისა. აუცილებელია თითოეული მონაწილის დასჯა. ამას უნდა ჰქონდეს პრეცედენტული მნიშვნელობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთის წინ პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომ მარნეულის ინციდენტზე, პროკურატურამ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე მარნეულის მერის დაკავების გარდა, ცემის ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო საქართველოს პარლამენტის წევრის “ენმ“-დან აზერ სულეიმანოვის და კიდევ 2 პირის მიმართ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები