გარდაბნის გზატკეცილის N24 ა-ში მცხოვრებ 27 ოჯახს საცხოვრებელი ფართები დაუკანონდება

გარდაბნის გზატკეცილის N24 ა-ში მცხოვრებ 27 ოჯახს საცხოვრებელი ფართები დაუკანონდება, – ამის შესახებ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

თბილისის მერის თქმით, ოჯახებს საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად გადაეცემა. კახა კალაძის განცხადებით, აღნიშნული პრობლემის გადაწყვეტა მისი წინასაარჩევნო დაპირება იყო და ეს პროცესი გრძელდება.

„27 ოჯახს ფართები სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად გადაეცემა. ეს ადამიანები აქ წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ, ფართების დაკანონებას ვერ ახერხებდნენ და ჩვენი მხრიდან ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული. მინდა მივულოცო ამ ოჯახებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გარდაბნის გზატკეცილი N24 ა-ში  მცხოვრებ  27 ოჯახს 1990-91 წლებში საცხოვრებელი ფართები სამსახურებრივი უწყებისგან (ყოფილი „სპეც-ტექნიკის“ ქარხანა) უნდა გადასცემოდათ. 90-იან წლებში შენობის დასრულება ვერ მოხერხდა, რის გამოც, მოსახლეობამ  კორპუსი საკუთარი სახსრებით გადახურა, ასევე, შიდა კომუნიკაციების გაყვანა და კეთილმოწყობა უზრუნველყო.

დედაქალაქის მთავრობის გადაწყვეტილებით, აღნიშნულ ოჯახებს ფართები კანონიერ მფლობელობაში გადაეცემა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები