მარნეულის მერი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით პროკურატურაში დაიბარეს

დღეს სოციალურ ქსელში გავრცელებულ, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ამსახველ კადრებთან დაკავშირებით, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი პროკურატურაშია დაბარებული. მისივე ცნობით, მომხდართან დაკავშირებით, პროკურატურაში ასევე დაბარებულები არიან მარნეულში მცხოვრები სხვა მოქალაქეებიც. ამის შესახებ ქვემო ქართლის ტელევიზია tv4 იტყობინება.

რეპორტაჟი შემთხვევის შესახებ „სტუდია მონიტორმა“ მოამზადა.

არსებული ინფორმაციით, მოქალაქე, რომელიც პარლამენტთან აქციაზე ქართული ოცნების მარნეულის ორგანიზაციის და ბიძინა ივანიშვილის მისამართით იგინებოდა, რამდენიმე დღეში წერს ვიდეოს, რომელშიც ბოდიშს იხდის. ამ ვიდეოში ჩანს, როგორ აიძულებენ მას ძალით მოშარდვას და შემდეგ ის, სავარაუდოდ შარდს სახეზე ისვამს.

პროკურატურის ცნობით, მომხდარზე გამოძიება გუშინ, ჯგუფურად განხორციელებული არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 144”’ მუხლის მეორე ნაწილის “ე” ქვეპუნქტით დაიწყო. ამ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებას აწარმოებს ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები