ფედერიკა მოგერინი: ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგას

ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატების წინ, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი ცქიტიშვილი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინის შეხვდა.
მან მადლობა გადაუხადა ფედერიკა მოგერინის მხარდაჭერისთვის. ფედერიკა მოგერინიმ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგას.
ევროპარლამენტში დღეს რუსეთის მეირ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ დებატები გაიმართება. ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინი სიტყვით გამოვიდა თემაზე: – „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის შეჭრიდან 10 წლის შემდეგ“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები