ექსპერტ-კრიმინალისტებმა მოსაშვილის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვიის 9 მასრა ამოიღეს

თბილისში, მოსაშვილის ქუჩაზე ეწსპერტ-კრიმინალისტებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვიის 9 მასრა ამოიღო,- ამის შესახებ “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.
უწყების ინფორმაციით, გასროლის შედეგად არავინ დაშავებულა.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოში შემოვიდა შეტყობინება თბილისში, ი. მოსაშვილის ქუჩაზე მომხდარ სროლის ფაქტთან დაკავშირებით. აღნიშნულ ქუჩაზე ოპერატიულად გამოცხადდნენ პოლიციის თანამშრომლები და ექსპერტ-კრიმინალისტები.

პოლიციამ შემთხვევის ადგილის მიმდებარე პერიმეტრი დაიცვა, ექსპერტ-კრიმინალისტებმა კი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვიის ცხრა მასრა ნივთმტკიცებად ამოიღეს, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა. გასროლის შედეგად არავინ დაშავებულა. გამოძიების ფარგლებში, პოლიციის მიერ მიმდინარეობს ფაქტის თვითმხილველთა გამოკითხვა,-ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები