“მთავრობის დღევანდელ შეხვედრაზე სამთავრობო ცვლილებებზე საუბარი არ ყოფილა”

“ქართული ოცნების” ოფისში მმართველი გუნდის შეკრების დასრულების შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან კობერიძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა, რომ შეხვედრაზე არც პრემიერის გადადგომაზე და არც სამთავრობო ცვლილებებზე საუბარი არ ყოფილა. მისივე თქმით, მმართველი გუნდი პარტიის ოფისში გამართულ შეხვედრაზე unicef-ის დასკვნებზე საუბრობდნენ.
“დღევანდელ შეხვედრაზე არც პრემიერის და არც მთავრობის ცვლილებებზე საუბარი არ ყოფილა. ვსაუბრობდით unicef-ის დასკვნაზე, მათ შორის, როგორც პოზიტიურზე, ისე ნეგატიურზე, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სამი საათის განმავლობაში სწორედ ამაზე ვსაუბრობდით”, – განაცხადა ლევან კობერიძემ.
შეგახსენებთ, დღეს, საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები