შსს ხაბეიშვილის დაკავებაზე ოფიციალურ ინფორმაციას, ტექნიკურ შეცდომას უწოდებს

შს სამინისტრო მამუკა ჭელიძის ბრიფინგთან დაკავშირებით დამატებით განმარტებებს აკეთებს.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროდან აცნობეს, ბრიფინგზე დაკავებულ პირთა ვინაობის დასახელების დროს ტექნიკური შეცდომა მოხდა.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო აზუსტებს გავრცელებულ ინფორმაციას დაკავებულთა შესახებ. კერძოდ, მოხდა ტექნიკური შეცდომა პირთა ვინაობის დასახელების დროს, საკრებულოს წევრი ლევან ხაბეიშვილი სამართალდამცავებს არ დაუკავებიათ“ – აცხადებენ შს სამინისტროში.
რამდენიმე წუთის წინ, შსს-ში ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა, მამუკა ჭელიძემ დღეს დაკავებულ 9 პირს შორის თბილისის საკრებულოს წევრი ლევან ხაბეიშვილიც დაასახელა. თუმცა, ლევან ხაბეიშვილი ამ დროს რუსთაველის გამზირზე იმყოფებოდა და განაცხადა, რომ იგი დღის განმავლობაში სამართალდამცველებს არ დაუკავებიათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები