ადვოკატი ზვიად კუპრავას 14-დღიან პატიმრობას გაასაჩივრებს

მოსამართლის გადაწყვეტილებას, რომელმაც ზვიად კუპრავას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, ადვოკატი გაასაჩივრებს.
როგორც კუპრავას ადვოკატმა, ლევან დავითაიამ განაცხადა, ეს არ იყო ობიექტური გადაწყვეტილება.
“თქვენ ალბათ თავადაც შეატყვეთ, რომ მოსამართლე არ იყო ამის ავტორი და სასამართლოს ეს გადაწყვეტილება პოლიციისა და სასამართლოს ერთობლივი პროექტი იყო, რომელიც ამ შემთხვევაში გაახმოვანა მოსამართლემ. ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებთ”, – განაცხადა ადვოკატმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ლაშა თავართქილაძის გადაწყვეტილებით, რუსთაველის გამზირზე გუშინ პარლამენტთან დაკავებულ პირებს – ზვიად კუპრავას, ლაშა ცუცქირიძეს, დავით ჭკადუას და გოგალაძეს ადმინისტრაციული წესით 14-დღიანი პატიმრობა შეეფარდათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები