ზვიად კუპრავამ მოსამართლე შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენია (ვიდეო)

რუსთაველის გამზირზე დაკავებული ზვიად კუპრავა სამართალდამცველებმა საქალაქო სასამართლოს სასადილოდან დარბაზში იძულებით აიყვანეს. სასამართლოზე გამოცხადებული შესვენებისას, კუპრავა თანმხლებ პირებთან ერთად სასადილოში იმყოფებოდა. მას სამართალდამცველებმა მოუწოდეს, რომ სხდომათა დარბაზში შესულიყო, რაზეც კუპრავამ მათ წინააღმდეგობა გაუწია და მოსამართლე შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენა.

“ყ*** მკიდია მოსამართლე”,- ასე უპასუხა კუპრავამ პოლიციელს. ამის შემდეგ, კუპრავამ პოლიციელებს უთხრა, რომ ის სადილს დაასრულებდა და დარბაზში მას შემდეგ ავიდოდა, თუმცა მას სამართალდამცავებმა ამის საშუალება არ მისცეს და სასამართლო დარბაზში აიყვანეს. შეხლა-შემოხლის გამო, სასამართლოს სასადილოში ინვენტარი დაიმტვრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები