დოდო გუგეშაშვილი: შსს ინტენსიურად მუშაობს ჩემი ოჯახის ტრაგედიის გამოსაძიებლად

მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე, თადარიგის მაიორმა დოდო გუგეშაშვილმა განაცხადა, რომ მისი ეჭვი, საზღვრის დაცვის დეპარტამენტში დოკუმენტაციის შეგნებულად გაყალბებაზე, გაბათილდა:
“მხოლოდ ჩემს კი არა, უამრავი ადამიანის მონაცემებში აღმოჩნდა ტექნიკური ხარვეზი, რომ თითქოს ჩვენ უკრაინიდან კი არა, რუსეთიდან ჩამოვფრინდით საქართველოში, როგორც დაგვპირდნენ, ეს ხარვეზი გამოსწორდება. ასევე, შსს იკვლევს ჩემი ერთ-ერთი ჩამოფრენისას, უკანონოდ დაყოვნების 4-საათიან ფაქტს, ვარაუდის დონეზეც ვერ ვხვდები, ვის დასჭირდა ჩემი აეროპორტში ამდენხანს დაყოვნება და ბარგის თავდაყირა დაყენება, მაგრამ ეს იოლი გამოსაძიებელია, რამეთუ, არსებობს ზუსტი თარიღი და დაიკითხება, ვინც მორიგე იყო. რაც შეეხება ჩემი ოჯახის ტრაგედიას, გამოძიება მუდმივად საქმის კურსში გვაყენებს მეც და ჩემს ადვოკატსაც. იხილება ყველა შესაძლო ვერსია, გამოკითხულია ათასობით ადამიანი. სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა ზუსტი ფოტორობოტის შექმნა, ვინაიდან მე ვერ მივაწოდე მკვლელის ზუსტი გარეგნული აღწერილობა შსს-ს. ვერსიის დონეზეც არ ვიცი, ვის შეიძლებოდა დასჭირვებოდა ეს ტრაგედია, მხოლოდ ერთი შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ მკვლელის სამიზნე ორივე ვიყავით, მეც და ჩემი ვაჟიც. სრულ ნდობას ვუცხადებ დღევანდელ ხელისუფლებას და მჯერა, რომ საქმე ძალიან მალე გამოძიებული იქნება”, – განუცხადა ჟურნალისტებს გუგეშაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები