დონალდ ტრამპი უკვე სინგაპურშია
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სინგაპურში ჩაფრინდა. ცოტა ხნის წინ პრეზიდენტის თვითმფრინავი სინგაპურის სამხედრო ბაზა „პაია ლებარზე” დაეშვა.
დონალდ ტრამპს ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ვივიან ბალაკრიშნანი, დახვდა.
ისტორიული და უპრეცედენტო შეხვედრა ამერიკისა შეერთებული შტატებისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერებს შორის 12 ივნისს სინგაპურში, კუნძულ სენტოსას სასტუმრო „Capella“-ში გაიმართება.
წინასწარი ინფორმაციით, შეხვედრაზე რაიმე სახის დოკუმენტზე ხელმოწერა არ იგეგმება. რამდენიმე დღით ადრე, დონალდ ტრპმა განაცხადა, რომ შეხვედრა მხოლოდ „პროცესის დაწყება“ იქნება და რომ არ ელის რაიმე სახის დოკუმენტზე ნაჩქარევად ხელის მოწერას.
კუნძულზე უპრეცედენტო უსაფრთხოების ზომებია მიღებული. დონალდ ტრამპი სასტუმრო „შანგრილაში დაბინავდა“. არსებული ინფორმაციით დროებით ჩაკეტილია სინგაპურის საჰაერო სივრცეც.