ადვოკატი: სასამართლოს მირზა სუბელიანის მიმართ 5 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას შევთავაზებთ

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული მირზა სუბელიანის ადვოკატის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს აღიარებს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება სასამართლოს მხრიდან გონივრული არ იქნება.

ინგა ჩალაურის ინფორმაციით, სავარაუდოდ პროკურატურა აღკვეთის სახით პატიმრობას მოითხოვს, დაცვის მხარე კი სასამართლოს ალტერნატივის სახით 5000-ლარიან გირაოს შესთავაზებს.

​„სავარაუდოდ, ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას მოითხოვს. ჩვენ კი მოსამართლეს ალტერნატივის სახით 5000-ლარიან გირაოს შევთავაზებთ. საქმის მასალებიდან გამომდინარე, პატიმრობის გამოყენება გონივრული არ იქნება, მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებული დანაშაულს აღიარებს“,- განაცხადა ადვოკატმა.

პროკურატურის ყოფილი თანამშრომლის, მირზა სუბელიანის აღკვეთის ღონისძიების საქმეზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. პროცესი სასამართლოში რამდენიმე წუთში უნდა დაიწყოს. მირზა სუბელიანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით დღეს წარედგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები