პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე ორი პირი დააკავეს

თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე ორი პირი დააკავეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა თეიმურაზ კუპატაძემ განუცხადა.

მისი თქმით, ერთ-ერთი ადამიანი სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და მას აქციის მონაწილეებთან შელაპარაკება მოუვიდა.

„დაკავებულია ორი პიროვნება, ერთ-ერთი მათგანი, რომელიც სავარაუდოდ იმყოფებოდა ნასვამ  მდგომარეობაში აქციის მონაწილეებს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და პოლიციელები შეეცადნენ მის გამოყვანას. აქციის მონაწილეებიც აყენებდნენ მას შეურაცხყოფას. ორი ადამიანის დაკავება მოხდა ჩვენს მიერ, ორივე გადაყვანილია საპატრულო პოლიციის შენობაში”, – განაცხადა კუპატაძემ.

კუპატაძის განცხადებით, დაკავებულები არიან 173-ე და 166-ე ადმინისტრაციული წესით, რაც წვრილმანი ხულიგნობსა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები