შსს პარლამენტთან მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით, მოქალაქეებს მიმართავს

შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით, სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და მოქალაქეებს მიმართავს.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმართავს მოქალაქეებს, მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებისა, დაიცვან კანონი. რუსთაველის გამზირზე, მიმდინარე აქციის დროს, ნებისმიერი პირი, რომელიც ბოროტად გამოიყენებს ძალოვანი უწყების ფორმის ტანსაცმელს და ატრიბუტიკას, კანონის შესაბამისად, უმკაცრესად დაისჯება. ყველა მსგავს ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრო მოახდენს მყისიერ რეაგირებას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები