შსს 16:00 საათზე დაგეგმილ აქციაზე: სამართალდამცველები აქციის მშვიდ და სამართლიან ვითარებაში ჩატარებაზე იზრუნებენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები 10 ივნისს, 16:00 საათზე, დედაქალაქში, რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას მაქსიმალურად უზრუნველყოფენ. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ცოტა ხნის წინ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. როგორც უწყებაში განმარტავენ, გამოხატვის თავისუფლების პრინციპების დაცვიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები აქციის, როგორც დემოკრატიული პროცესის, მშვიდ და სამართლიან ვითარებაში ჩატარებაზე იზრუნებენ.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი მოქალაქეებს და მძღოლებს აცნობებს, რომ აქციასთან დაკავშირებით, 16:00 საათიდან დედაქალაქის მთავარ გამზირზე მოძრაობა შეიზღუდება, მძღოლებს რუსთაველის გამზირის პარალელური ქუჩებით შეეძლებათ მოძრაობა. ამ დროისთვის, დედაქალაქთან დამაკავშირებელ საქალაქთაშორისო გზატკეცილებზე ავტომობილთა გადაადგილება არის შეუფერხებელი და მოძრაობა თავისუფალია. შინაგან საქმეთა სამინისტრო დედაქალაქსა და რეგიონებში გზებზე მოძრაობის არსებული მდგომარეობის ნებისმიერ ცვლილებასთან ან შეფერხებასთან დაკავშირებით, დაუყოვნებლივ აცნობებს საზოგადოებას“, -აცხადებენ შსს-ში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები