51-ე საჯარო სკოლის დირექტორი და მანდატურები გამოკითხვაზე დაიბარეს

თბილისის 51-ე საჯარო სკოლის დირექტორი და მანდატურები შინაგან საქმეთა სამინისტროს ძველი თბილისის მესამე განყოფილებაში გამოკითხვაზე არიან დაბარებული. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში ადასტურებენ. საქმე ეხება 51-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს შორის 8 ივნისს მომხდარ სიტყვიერ დაპირისპირებას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე სამართალდამცველებმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყეს, რაც ძალადობას გულისხმობს. გამოძიების ამ ეტაპზე, დადგინდა, რომ თბილისის N 51-ე საჯარო სკოლის 10-ე კლასის მოსწავლემ, ამავე სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეს, სოციალური ქსელის – ფეისბუქის საშუალებით, უცენზურო სიტყვები მისწერა, რაც მათი კამათის მიზეზი გახდა. აღნიშნული პირები, სიტუაციის გარკვევის მიზნით, ერთმანეთს, მეგობრებთან ერთად, გურგულიას ქუჩაზე შეხვდნენ. მათ შორის მხოლოდ სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რის შემდგომაც ისინი შერიგდნენ. მოზარდებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები