წინასწარი ინფორმაციით, მირზა სუბელიანი დაკავებულია
წინასწარი ინფორმაციით, შსს-მ პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი დააკავეს. ცოტა ხნის წინ, მასთან ადვოკატიც შევიდა, თუმცა შს სამინისტროში მირზა სუბელიანის დაკავების ფაქტს არ ეტაპზე არ ადასტურებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, მირზა სუბელიანის დაკავების შესახებ უახლოეს წუთებში, შინაგან საქმეთა სამინისტრო საგანგებო განცხადებას გააკეთებს.
ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამა – ზაზა სარალიძე სუბელიანს მტკიცებულებების განადგურებასა და მოწმეებზე ზეწოლაში ადანაშაულებს.