შსს-ში გამოკითხვაზე მყოფ მირზა სუბელიანთან ადვოკატი შევიდა

მირზა სუბელიანთან, რომლის გამოკითხვაც შს სამინისტროში უკვე რამდენიმე საათია მიმდინარეობს, ადვოკატი შევიდა. როგორც ადვოკატმა შს სამინისტროს შენობაში შესვლის დროს განმარტა, მას ოჯახი დაუკავშირდა. ადვოკატმა ჟურნალისტების კითხვები უპასუხოდ დატოვა. მისი თქმით, მას საქმესთან დაკავშირებით, ინფორმაცია არ აქვს.
პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი – მირზა სუბელიანი შს სამინისტროში დღეს უკვე მესამედ დაიბარეს. ის ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში იკითხება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები