შსს-ში პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის, მირზა სუბელიანის გამოკითხვა მიმდინარეობს

ამ წუთებში, შს სამინისტროში პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის, მირზა სუბელიანის გამოკითხვა მიმდინარეობს. მირზა სუბელიანი შსს-ში გამოკითხვაზე უკვე მესამედ დაიბარეს, ის ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებშია დაბარებული.
სუბელიანს შსს-ს შენობაში შესვლამდე, ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა აღნიშნა, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობს და შსს-შიც სწორედ ამიტომ გამოცხადდა .

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები