ზაზა სარალიძის ოჯახის ადვოკატი: საგამოძიებო კომისიას ვენდობით და დიდი იმედი გვაქვს მათი მუშაობის

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის ოჯახის ადვოკატმა, ნესტან ლონდარიძემ განაცხადა, რომ ისინი დროებით საგამოძიებო კომისიას ენდობიან. როგორც მან აღნიშნა, კომისიას ყველა მტკიცებულებები და დარღვევები გადაეცემა.
მისი თქმით, საუბარი შეეხება მტკიცებულებების განადგურების საკითხსაც.
„ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, სხვაგვარად, თანამშრომლობას არ დავიწყებდით კომისიასთან. ცხადია, ვენდობით და დიდი იმედი გვაქვს მათი მუშაობის. თვალყურს ვადევნებთ და ჩავერთვებით სამუშაო პროცესში. კომისიას ყველა მტკიცებულება და დარღვევის შესახებ ინფორმაცია გადაეცემა“, – განაცხადა ნესტან ლონდარიძემ.
შეგახსენებთ, დროებითი საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელი სერგი კაპანაძე დღეს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამას, ზაზა სარალიძეს საკუთარ სახლში შეხვდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები