სასამართლომ ანა დოლიძის სარჩელი არ დააკმაყოფილა

თბილისის საქალაქო სასამართლომ, იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის სარჩელი არ დააკმაყოფილა. აღნიშნული გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.
ანა დოლიძემ, თბილისის საქალაქო სასამართლოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ, სარჩელი რამდენიმე დღის წინ შეიტანა.
მოსარჩელემ საბჭოს მას შემდეგ უჩივლა, რაც ის მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესიდან, 14-მა მოსამართლემ აიცილა. დოლიძე მიიჩნევს, რომ ეს ნაბიჯი, სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით, მის კრიტიკულ დამოკიდებულებასა და განცხადებებს უკავშირდებოდა.
მისივე თქმით, კანონით საბჭოს არ ჰქონდა უფლება, რომ ის გასაუბრების პროცესიდან აეცილებინა. ანა დოლიძის ინტერესებს სასამართლოში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს. მოსარჩელემ სასამართლოს სარჩელთან დაკავშირებით საკუთარი არგუმენტები უკვე გააცნო.
თავის მხრივ იუსტიციის უმაღლესი საბჭო სარჩელს არ ცნობს. საბჭოს იურისტმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ გადაწყვეტილება ამ შემთხვევაში კანონის საფუძველზე იყო მიღებული და გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები