„თი-ბი-სი“ გალერეაში კინორეჟისორ ალბერტ სერასთან საჯარო შეხვედრა გაიმართება
„თი-ბი-სი“ გალერეაში კინორეჟისორ ალბერტ სერასთან საჯარო შეხვედრა გაიმართება. შეხვედრა ხვალ, 8 ივნისს, 19:00 საათზე, შედგება.
ესპანელი რეჟისორი თბილისს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი პროექტის – „თანამედროვე კინოს დიდოსტატების” ფარგლებში ეწვია. საჯარო შეხვედრაზე ალბერტ სერას მოდერატორობას აღნიშნული პროექტის იდეის ავტორი და რეჟისორი – ვახტანგ ჯაჯანიძე გაუწევს.
ალბერტ სერას მასტერკლასს „თი-ბი-სი“ წარადგენს. დასწრება თავისუფალია. შეხვედრა „თი-ბი-სი“ გალერეაში გაიმართება.
R