ნინო წილოსანი: თბილისის მერიამ გამოიჩინა სახელმწიფოებრივი მიდგომა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნინო წილოსანი თბილისის მერიას და მეტროს თანამშრომლებს შორის მიღწეულ შეთანხმებას ეხმაურება.

„თბილისის მერის პოზიცია არგუმენტირებული იყო საზოგადოების ინტერესებით. ქალაქის მუნიციპალიტეტმა გამოიჩინა სახელმწიფოებრივი მიდგომა. გვქონდა მოლოდინი, რომ მეტროს მემანქანეებსა და მუნიციპალიტეტს შორის ამ არგუმენტებზე შეთანხმება მოხდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ გაჟღერებული მოთხოვნები დღეს ეკონომიკური თვალსაზრისით ძალიან რთულად გადაჭრადია, ქვეყანას სჭირდება მოქალაქეების მისწრაფება უკეთესი ანაზღაურების და სამუშაო პირობებისკენ. კარგია, რომ მეტრომ მუშაობა განაახლა. მეტროს მემანქანეებს ამისათვის ნამდვილად მადლობა ეკუთვნით“,- განაცხადა ნინო წილოსანმა.
დედაქალაქში მეტრომ მუშაობა განაახლა. მერიამ მემანქანეებს მისცა პირობა, რომ 2019 წელს დაუბრუნდებიან ხელფასების გაზრდის საკითხს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები