ზაზა ხუციშვილი: მოხარულები ვართ, რომ თბილისის მერიასა და მეტროს თანამშრომლებს შორის შეთანხმება მოხდა

საპარლამენტი უმრავლესობის წევრი, ზაზა ხუციშვილი თბილისის მერიას და მეტროს თანამშრომლებს შორის მიღწეულ შეთანხმებას ეხმაურება. მისი თქმით, ამ პროცესმა აჩვენა, რომ წინაპირობების დაყენების გარეშე ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინებით საერთო ენის გამონახვა ყოველთვის შეიძლება.

“მოხარულები ვართ, რომ თბილისის მერიას და მეტროს თანამშრომლებს შორის შეთანხმება მოხდა, რაც პირველ რიგში თბილისელების ინტერესშია. ამ პროცესმა აჩვენა, რომ წინაპირობების დაყენების გარეშე ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინებით საერთო ენის გამონახვა ყოველთვის შეიძლება”,- განაცხადა ხუციშვილი.

დედაქალაქში მეტრომ მუშაობა განაახლა. მერიამ მემანქანეებს მისცა პირობა, რომ  ხელფასების გაზრდის საკითხს 2019 წელს დაუბრუნდებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები