მიხალ ბონი: საქართველოში ციფრული განვითარების საკითხი ევროპარლამენტშიც უნდა განვიხილოთ

ევროპარლამენტის წევრი, პოლონეთის რესპუბლიკის გაციფროვნების ყოფილი მინისტრი მიხალ ბონი საქართველოს ციფრული განვითარების კუთხით ევროკავშირის მხარდაჭერის აუცილებლობაზე საუბრობს.

„როცა ევროპარლამენტში ჩვენ განვიხილავთ ევროპის მომავალსა და ციფრულ ევროპას, შესაძლებლობა გვექნება იმაზეც ვისაუბროთ, თუ როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ საქართველოს, თუ არ გვინდა, რომ ის  მიმდინარე მოვლენებს ჩამორჩეს“, – ასეთ განცხადებას აკეთებს ევროპარლამენტარი, რომელიც თბილისში მიმდინარე EuroDIG 2018-ს – „ევროპული დიალოგი ინტერნეტ მმართველობის საკითხებზე“ ფორუმში მონაწილეობს.

მიხალ ბონის აზრით, ბევრი საკითხი არსებობს, რომელიც ევროპარლამენტში იქნას განხილული საქართველოს ციფრული განვითარების დახმარების კუთხით, ასევე გამოყენებულ იქნას მხარდაჭერის არსებული მექანიზმები.

„ჩვენ ციფრულ ევროპაზე ვსაუბრობთ და ვფიქრობ, ეს ასევე გვაძლევს შესაძლებლობას ვისაუბროთ იმაზე, თუ რა ვითარებაა საქართველოშ ამ კუთხით, როგორია შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და ქსელების ხელმისაწვდომობა და ელექტრონული მმართველობისკენ გადადგმული ნაბიჯები. ჩემი აზრით, საქართველოში ციფრული განვითარების საკითხი ასევე ევროპარლამენტშიც უნდა განვიხილოთ“, – აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები