პარიზში ელისო ბოლქვაძისა და ანსამბლ „ბასიანის“ მონაწილეობით კონცერტი გაიმართა

4 ივნისს, პარიზში, იუნესკოს დიდ საკონფერენციო დარბაზში, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს საელჩოს ორგანიზებითა და იუნესკოსთან პარტნიორობით, კონცერტი გაიმართა, რომელშიც პიანისტი ელისო ბოლქვაძე და ანსამბლი „ბასიანი“ მონაწილეობდნენ.
ღონისძიება საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავს მიეძღვნა.
კონცერტს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე, საფრანგეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საფრანგეთის სახელმწიფო ორგანოების, კულტურის სფეროსა და საქმიანი წრეების, ასევე საფრანგეთში ქართული სათვისტომოს წამომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები