არჩილ ტატუნაშვილის მამა: ცხედარი გადმოგვცეს კეხიანი ცხვირით, ცხვირი არ იყო თავისი

ოკუპირებულ ცხინვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის მამამ, გიორგი ტატუნაშვილმა ცხედრის ექსპერტიზის დასკვნაზე საუბრისას განაცხადა, რომ იგი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენლებთან შეხვედრას აპირებს.
როგორც მან აღნიშნა, დასკვნაში სხვა დეტალებიც არ არის ასახული. მისივე თქმით, რუსეთიდან გადმოცემულ დასკვნაშიც წერია, რომ ცხვირი მთელია, თუმცა ცხედარი კეხიანი ცხვირითაა გადმოცემული.
“შუბლთან არ არის ნატყვიარიო, ამ საკითხთან დაკავშირებით, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენლებთან შეხვედრას ვაპირებ, რომ გამარკვიონ ნატყვიარია თუ რა არის ეს. სხვა რა უნდა იყოს, თავიდან არ ეტყობოდა და შემდეგ მკვეთრად გამოიხატა.
ფოტოზე ხედავთ როგორი ცხვირი ჰონდა და ცხედარი გადმოგვცეს კეხიანი ცხვირით, ცხვირი არ იყო თავისი. უცნობია, რატომ არ უნდა ასახულიყო ეს დეტალები ექსპერტიზის დასკვნაში, რუსეთიდან გადმოცემულ დასკვნაშიც წერია, რომ ცხვირი მთელია. აწამეს სასტიკად, უღმერთოდ, რომ ვერ გატეხეს, ვერ ათქმევინეს ის, რაც თვითონ სურდათ, გაიმეტეს სასტიკად, ერთი ადგილი არ აქვს მთელი”, – განაცხადა გიორგი ტატუნაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარზე, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნაშია ნათქვამი, არჩილ ტატუნაშვილს 100-მდე ჭრილობა და დაზიანება ჰქონდა მიღებული. სხეულზე, მათ შორის, ჭრილობების ნახევარი, ბლაგვი საგნით იყო მიყენებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები