ერეკლე კუხიანიძემ გამწვანების აქციაში მონაწილეობა მიიღო

თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ერეკლე კუხიანიძემ, ისნის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატთან ნინო ლაცაბიძესთან და საკრებულოს წევრთან ლევან ჯაფარიძესთან ერთად, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე არსებული სკვერის გამწვანებაში მონაწილეობა მიიღო.

ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე 47-49 კორპუსების მიმდებარედ არსებული სკვერის სრული რეაბილიტაცია-გამწვანება დღეს დაიწყო და დაახლოებით ერთ თვეში დასრულდება. ამ დროის განმავლობაში სკვერში დაირგვება ახალი მცენარეები, მოეწყობა საბავშვო და სპორტული მოედნები,  რეაბილიტაცია ჩაუტარდება შადრევანს.

„ისნის რაიონს კიდევ ერთი ახალი, საზოგადოებრივი, გამწვანებული სივრცე შეემატება. რეაბილიტაციის ფარგლებში, აღდგება სკვერის ცენტრში არსებული ულამაზესი შადრევანი“,- განაცხადა ერეკლე კუხიანიძემ.

გარემოს დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიება მერიის გამწვანების საქალაქო სამსახურის და „ეკო სერვის ჯგუფის“ მიერ იყო ორგანიზებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები