პირებს, რომლებიც დედა-შვილს სადარბაზოში თავს დაესხნენ, 9 წელი მიესაჯათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურ ყაჩაღობაში ბრალდებულები ი.ჩ. და მ.ნ.  დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, დადასტურდა, რომ 2017 წლის 27 აგვისტოს, ღამის საათებში, ქ.თბილისში, პნევმატური იარაღებით შეიარაღებულები ი.ჩ. და მ.ნ. ხელჩანთის მისაკუთრების მიზნით, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში  თავს  დაესხნენ  დედა-შვილს – თ.ც.-ს  და  მ.ც-ს., რა დროსაც ი.ჩ-მ. თავში იარაღის ჩარტყმით  თ.ც -ს მიაყენა დაზიანება, შემდეგ კი ორივე თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა მ.ნ. 2017 წლის 27 აგვისტოს ქ.თბილისში, ხოლო ი.ჩ. 2017 წლის 2 სექტემბერს ქ.ზესტაფონში დააკავეს. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით  პატიმრობა შეეფარდათ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ი.ჩ. და მ.ნ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და   სასჯელის სახედ და ზომად 9  წლით  თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები