„ილო პატაშურის ფუნჯი” – იზა ვეფხვაძის მონოსპექტაკლი გაიმართება
12 ივნისს, 18:00 საათზე, თბილისის მოსწავლე – ახალგაზრდობის სასახლეში, რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრი გამართავს პრემიერას ლიტერატურული სპექტაკლისას – „ილო პატაშურის ფუნჯი”. მონოსპექტაკლის რეჟისორ-შემსრულებელია რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრის დირექტორი და რეჟისორი იზა ვეფხვაძე.
როგორც „კვირას“ ქალბატონმა იზა ვეფხვაძემ განუცხადა, სპექტაკლი ეძღვნება ჩვენი დროის გამორჩეულ ფერმწერს, სახელმწიფო პრემიის ლაურეატს – ილო პატაშურს…
დასწრება თავისუფალია.