კომუნიკაციების ეროვნული კომისია მედია წიგნიერების სამოქმედო გეგმას და სტრატეგიას წარადგენს

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ხვალ, 5 მაისს, ბრიტანელ დამოუკიდებელ ექსპერტ მარტინა ჩეპმენთან ერთად, მედია მენეჯერებს, არასამთავრობო სექტორისა და განათლების სფეროს წარმომადგენლებს მედია წიგნიერების სამოქმედო გეგმასა და სტრატეგიას წარუდგენს. კომისიამ მედია წიგნიერების სამოქმედო გეგმა და სტრატეგია ისეთ გამოცდილ, დამოუკიდებელ, ბრიტანელ ექსპერტთან ერთად გააკეთა, რომელსაც აღნიშნული პროექტი ისეთ ქვეყნებში აქვს განხორციელებული, როგორიც დიდი ბრიტანეთი და ირლანდიაა. შეხვედრის მიზანია დაინტერესებულ მხარეებს კომისიამ დეტალურად გააცნოს მედია წიგნიერების სამოქმედო გეგმა და მოისმინოს მათი მოსაზრებები. ამას გარდა, მარტინა ჩეპმენი დეტალურად ისაუბრებს ევროპული ქვეყნების გამოცდილებაზე და ქართველ კოლეგებს გამოცდილებას გაუზიარებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები