დავით დადუნაშვილი: გიორგი კვირიკაშვილი დაგვპირდა, რომ საქმე იქნება გამოძიებული და შესწავლილი

საქართველოს პრემიერმინისტრი დაგვპირდა, რომ საქმე იქნება გამოძიებული და შესწავლილი, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მამამ, დავით დადუნაშვილმა პრემიერმინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

შეხვედრას, რომელსაც დადუნაშვილის ადვოკატი, შს მინისტრი და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი შალვა თადუმაძე ესწრებოდნენ, დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა.

შეხვედრიდან გამოსულმა დავით დადუნაშვილმა მოკლე კომენტარი გააკეთა: „საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაგვპირდა, რომ საქმე იქნება გამოძიებული და შესწავლილი”, – განაცხადა დადუნაშვილმა.

“მივიღეთ პირობა, რომ უახლოეს პერიოდში მივიღებთ პასუხებს კითხვებზე, რომლებიც ღიად არის დარჩენილი, – ამის შესახებ ლევან დადუნაშვილის ოჯახის ადვოკატმა, ხათუნა მაღლაკელიძემ განაცხადა.

პრემიერმინისტრი უკვე შეხვდა პანკისის სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამას, მალხაზ მაჩალიკაშვილსა და ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები