ზაზა სარალიძემ მთავრობის ადმინისტრაცია დატოვა და მეუღლესთან წავიდა

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამამ ზაზა სარალიძემ მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორია დატოვა.
როგორც სარალიძემ აღნიშნა, ის მეუღლესთან მიდის.
მთავრობის ადმინისტრაციის შენობაშია უკვე ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მამა. შენობაშია ასევე სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.
რამდენიმე წუთის წინ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა შალვა თადუმაძემ განაცხადა, რომ პრემიერი შეხვდება ყველა შვილმკვდარ მშობელს, ოღონდ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების გარეშე, თუმცა, გარდაცვლილი დათუნა სარალიძის მამა ამბობს, რომ პრემიერთან შეხვედრას ოპოზიციის გარეშე არ აპირებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები