თბილისის მე-11 საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალის გამარჯვებულები გამოავლინეს

თბილისის რიგით მე-11 საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი 30 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით გაიმართა.
განახლებულ კინოთეატრ „სპარტაკში“ კინოფესტივალის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რომელზეც 2018 წლის გამარჯვებულები გამოავლინეს:

• ფესტივალის გრან-პრი:
MAREGRAVE by JUSTINE CAPPELLE / BELGIUM
• საუკეთესო მხატვრული მოკლემეტრაჟიანი ფილმი:
EKAANT by SARTHAK BHASIN / INDIA
• საუკეთესო დოკუმენტური მოკლემეტრაჟიანი ფილმი:
APOLLO JAVAKHETI by BAKAR CHERKEZISHVILI / GEORGIA
• საუკეთესო ანიმაცური მოკლემეტრაჟიანი ფილმი:
FIFTY-TWO by BRODIE STEPHENSON / AUSTRALIA

ასევე გაიცა სპეციალური დიპლომები იმ სპეციალობების მიხედვით, რომელიც ისწავლება კინოსკოლებში:

რეჟისურა: LASSE HOLDHUS for WITH TREE / GERMANY
ხმის რეჟისურა: WITH TREE / GERMANY
მონტაჟი: RUDOLF MING for THE COLLECTOR / UK
ოპერატორის ნამუშევარი: LUCAS LINDGREN for SKIN / AUSTRALIA

ფესტივალის დაჯილდოების ცერემონიაზე სპეციალური აღნიშვნის სერტიფიკატით დაჯილდოვდა შემდეგი ფილმები:
THE BRIDE’S TREE by SHADI HABIB ALLAH / ISRAEL
TEA by PETRE TOMADZE / GEORGIA
THE BABYSITTER by HELLI HARDI / ISRAEL

სპეციალური აღნიშვნის სერტიფიკატი ასევე გადაეცათ სარაევოს კინოაკადემიის სტუდენტებს, რომლებმაც ფესტივალზე ბოსნია-ჰერცოგოვინას საუკეთესო კინოსკოლის პრეზენტაცია და ფილმების ჩვენება გამართეს.

2018 წელს ფესტივალის ჟიურის წევრები იყვნენ: ნენად დიზდარევიჩი (სარაევოს კინოაკადემია), ორით აზოულაი (სემ შპიგელის კინოსკოლა, ისრაელი), მსახიობი ნატა მურვანიძე და რეჟისორი ზაზა ხალვაში. ფესტივალის ფარგლებში გაიმართა საკონკურსო კინოჩვენებები, ქართული ფილმების აფიშების გამოფენა, 1935 წელს გადაღებული პირველი ქართული ანიმაციური ფილმის „არგონავტები“ ჩვენება, ქასთინგის და სამსახიობო ხელოვნების მიმართულებით მასტერკლასები, სარაევოს კინოაკადემიის და TAFU პრეზენტაციები.

2018 წლის თბილისის საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია, კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, Check in Georgia, საქართველოს ეროვნული არქივი, „კინოსტუდია ქართული ფილმი“, ARTAREA, რადიო „ფორტუნა“, გაზეთი GEORGIA TODAY და ტელეკომპანია MUSIC BOX. ორგანიზატორი საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები