საქართველოს ეროვნული არქივის კინოდარბაზში ფილმის „თეთრი დარბაზი” (1028 დღე) პრემიერა გაიმართება

საქართველოს ეროვნული არქივის კინოდარბაზში დღეს, 17:00 საათზე მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის აუდიო-ვიზუალური მიმართულების ვარსკვლავოსანი სტუდია „პიონერფილმის“ (ხელმძღვანელი – გრიგოლ ჩიგოგიძე) ფილმის „თეთრი დარბაზი“ (1028 დღე) პრემიერა გაიმართება. ისტორიული მოვლენების ამსახველი ფილმი საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავს ეძღვნება. ფილმის კონსულტანტია ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი პაატა სურგულაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები