თბილისის საკონცერტო დარბაზი სტეფანეს უმასპინძლებს
7 ივნისს, 20:00 საათზე, თბილისის საკონცერტო დარბაზი მომღერალსა და პროდიუსერს, სტეფანეს უმასპინძლებს.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, მომღერალი თაყვანისმცემლებს მრავალფეროვან საკონცერტო პროგრამას შესთავაზებს, რომელიც 20- წლიანი გამოცდილებისა და შემოქმედების შედეგია.
ელექტრონული მუსიკა, პოპი, ბლუზი, დისკო და ფანქი – მომღერლის ინდივიდუალური, ადგილობრივი სცენისთვის სრულიად ახლებური იმიჯი, ყველაფერი იმისთვის, რომ 7 ივნისის საღამო სასიამოვნოდ გაატაროთ.
სტეფანესთან ერთად კონცერტს გაუძღვებიან: პაატა ანდრიაძე (კლავიში); ზაზა ცერცვაძე (დრამი); ლევან დეისაძე (ბასი); უჩა მეტრეველი (გიტარა); დათო შამანაური (საყვირი); ხონძი (საქსაფონი); გიორგი გვარჯალაძე (ხმის რეჟისორი).
კონცერტი Check in Georgia-ს ფარგლებში გაიმართება.