ლიტერატურულ-მუსიკალური საღამო – ,,შეხვედრა ტატოს სალონში” გაიმართება

4 ივნისს, 17: 00 საათზე,  ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში ლიტერატურულ-მუსიკალური საღამო ,,შეხვედრა ტატოს სალონში” გაიმართება.
როგორც „კვირას“ მუზეუმიდან აცნობეს, ლიტერატურული სალონების ტრადიციას XVI საუკუნის საფრანგეთში ჩაეყარა საფუძველი, XVIII საუკუნიდან გერმანიასა და რუსეთშიც გაჩნდნენ. XIX საუკუნიდან კი ლიტერატურულმა წრეებმა და სალონებმა საქართველოშიც იწყეს დამკვიდრება.
ტატოს სახლი, ჩახრუხაძის 17-ში სწორედ ერთ-ერთი სალონური შეკრების ადგილად იყო ცნობილი, თბილისის მუზეუმების გაერთიანებამ ლიტერატურული სალონების ტრადიცია აღადგინა და კვლავ აგრძელებს სალონური შეხვედრების ციკლს.
ამჯერად, ტატოს სახლი 49-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს მასპინძლობს ლიტერატურულ-მუსიკალური საღამოთი ,,შეხვედრა ტატოს სალონში”.
მისამართი: ჩახრუხაძის 17, ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები