დეკანოზი შიო: ისეთ შვილს ვერ ავიტან, ლაჩარს, რომელიც მეგობრის დახმარებაზე უარს იტყვის

“ჩემი შვილი მეგობრის დარეკილზე წავიდა დასახმარებლად, როცა ჩაგრავდნენ პატარა ბავშვს უფროსკლასელები. დაურეკა დეიდაშვილს, რომ მე იარაღი მესროლეს პნევმატურიო და უნიტაზში თავი ჩამაყოფინესო“, – ამის შესახებ დეკანოზმა შიო მენაბდემ მის შვილითან დაკავშირებით 3 ივნისის ქადაგებისას მოზარდების მკვლელობის საქმეზე ისაუბრა.
ამასთან სასულიერო პირმა ქადაგებისას განაცხადა, რომ მის შვილს ხელში ცივი იარაღი არ სჭერია.
“მეგობრის დარეკილზე წავიდა დასახმარებლად, როცა ჩაგრავდნენ პატარა ბავშვს უფროსკლასელები. დაურეკა დეიდაშვილს, რომ მე იარაღი მესროლეს პნევმატურიო და უნიტაზში თავი ჩამაყოფინესო. როგორ მოიმოქმედებდა თითოეული მათგანი ვინც იქ გამოსულია და ყვირის არც იცის რას? პატრულს დაურეკავდა? რომელიმე პატრულს დაურეკავდა? არ აძლევდნენ ჩვენებას, რადგან ქურდული აზროვნებით აზროვენებენ ისინი. მაგრამ მე ისეთ შვილს ვერ ავიტან, ლაჩარს, რომელიც მეგობრის დახმარებაზე უარს იტყვის. საცოდავია ის ადამიანი, ვინც დამნაშავეა და არ აღიარებს. უბედურზე უბედურია. მისგანაც ვიცი და მისი მეგორებისგანაც ვინც იქ იყო, რომ ჩემ შვილს დანა არ ჰქონია”, – თქვა დეკანოზმა ქადაგებაში.
დეკანოზმა მრევლს თავისი დამოკიდებულება ზაზა სარალიძის შესახებაც გაუზიარა. მისი თქმით, ის არასწორი გზით მიდის:
“დღეს ვხედავ, რომ ეს არ არის მამის გლოვა. იქ აფთრები შეიკრიბნენ, როცა ბატონი ზაზა სარალიძე მობრძანდა, ვუთხარი, რომ შურისძიება ღმერთის არაა”, – თქვა დეკანოზმა ქადაგებისას.
შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის, მკვლელობის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი დეკანოზ შიო მენაბდის შვილია. დავით მენაბდე დაპირისპირების დროს დაიჭრა, თუმცა, ვინ მიაყენა მას ჭრილობა, ეს უცნობია.
მისი დაჭრის ფაქტზე პასუხისგებაში არავინ მიუციათ. საქმეში არსებობს ერთ-ერთი ბრალდებულის ჩვენება, რომელიც ამბობს, რომ მოკლულ დავით სარალიძეს ხორავას ქუჩის ფარდულში დავით მენაბდე ვერცხლისფერ საგანს ურტყამდა. იყო თუ არა ეს დანა, ამ კითხვაზე პასუხი არ არსებობს.
სასამართლო დარბაზში ჩხუბის უშუალო მონაწილე და მკვლელობის ბრალდებით გასამართლებული ახალგაზრდა ყვება, რომ მასთან ერთად სისხლიან გარჩევაში დეკანოზ შიო მენაბდის შვილი მონაწილეობდა. გავრცელებული ჩვენებით ირკვევა, რომ დავით სალარიძეს ვერცხლისფერ საგანს სწორედ ეს პირი ურტყამდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები