შსს-მ ტყიბულში, ქვანახშირის გარემოპოვების კარიერზე მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო-დაღუპულია 2 მუშა

შს სამინისტრომ ტყიბულში, ქვანახშირის გარემოპოვების კარიერზე მომხდარი ფაქტზე, რა დროსაც 2 მუშა დაიღუპა გამოძიება დაიწყო.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 240 ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.
ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ხუთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილით ქვანახშირის გარემოპოვების კარიერზე ქანები ჩამოიშალა, რის შედეგადაც ორი მუშა დაიღუპა.
ამ დროისათვის სანდრო ბუცხრიკიძისა და ლომთაძის ცხედრები სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები