ლიკანში მდებარე ე.წ. „მაცივარს“ კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიკანში, მესხეთის ქ.N 16-ში მდებარე ე.წ. „მაცივარს“  კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.  შენობამ სტატუსი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის  8 აპრილის ბრძანებით მიიღო.
საწყობ-მაცივარი შეჭრილია ბუნებრივ ტერასაში, დიდი სასახლიდან ბელვედერისაკენ მიმავალი ბილიკის მარჯვენა მხარეს.
კედლები ამოყვანილია საშუალო ზომის რიყისა და ადგილობრივი კლდის ფლეთილი ქვებით და შემტკიცებულია კირხსნარით; თაღოვანი ჭერის მოსაწყობად გამოყენებულია ე. წ. რუსული აგური. იგივე სამშენებლო მასალაა გამოყენებული კარებების ზედა თაღოვანი ნაწილისა და აშიების მოსაწყობად.
საწყობ-მაცივარი ორიარუსიანია. იარუსები ერთმანეთთან დაკავშირებულია ორმარშიანი კიბით.
კომპლექსში მთელი წლის მანძილზე ერთნაირი ტემპერატურაა – C 14 .
ამგვარი ტიპის კომლექსი ცნობილია წინანდალში, ალ. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები