,,მტკვარი – თბილისის უტყვი მემატიანე“: თამილა ცაგარეიშვილის მოხსენება გაიმართება
2 ივნისს, 12:00 საათზე, თბილისის საკრებულოში ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, ეთნოლოგ თამილა ცაგარეიშვილის მოხსენება გაიმართება თემაზე – ,,მტკვარი – თბილისის უტყვი მემატიანე“.
როგორც „კვირას“ საკრებულოდან აცნობეს, პროექტი ,,თბილისის ისტორიები საკრებულოდან“, ტრადიციულად, ყოველი თვის პირველ შაბათს იმართება.
თამარ მეფის დარბაზში გამოიფინება თბილისში მცხოვრები ბანგლადეშელი მხატვრის – მიმო სუხის ნამუშევრები.
შეხვედრას წარმართავს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარიკა დარჩია და მონაწილეობას მიიღებენ საკრებულოს წევრები.